Monday 23 March 2015

მოლოდინი და შიში

როდესაც ტრენინგზე რეგისტრაციას ვაპირებ, კარგად გადავხედავ ხოლმე შემოთავაზებულ მიზანს და იდეას რატომ იმართება კონკრეტული ტრენინგი.
ერთ საღამოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ საიტზე შევიხედე, დაძინებამდე, ჩვეულებისამებრ და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებზე რეგისტრაციას რომ მოვკარი თვალი გამეხარდა. 
დიდი ხანია,  საკუთარი, ინტერნეტში მუშაობის უნარებით, ვცდილობდი ჩემი პორტფოლიოს ორგანიზებას ბლოგზე, ბევრი ღამე გამთენებია უშედეგოდ, თუმცა სრულყოფილებას ვერ ვიღებდი. INTEL-ის ტრენინგებზე მოხვედრით ჩემი ბლოგის დახვეწას შევძლებ თქო გავიფიქრე და დავრეგისტრირდი
შეტყობინება მომივიდა დასტურის და გამეხარდა კიდევ ერთხელ. 
7 მარტს პირველი ტრენინგზე მივედი და ზოგადი ინფორმაცია მივიღე.როგორც ველოდი  საინტერესო ტრენინგი ჩანდა საინტერესო ტრენერით და მასალებით.
მხოლოდ ერთმა ფაქტმა გამიცრუა სულ ცოტათი იმედი . ერთი თვალის გადავლებით ყველა განვლილი მომხმარებლის ბლოგი სტანდარტულად ერთმანეთს გავდა, ვისაც კი გადავხედე. ვიფიქრე რომ იმ კუთხით რასაც მე მოველოდი უნარებს ვერ გავიღრმავებდი. ჩემი ბლოგი ვერ იქნებდა "ჩანართებით"- როგორც მე მას ვუწოდებდი გაჯერებული. მაგრამ მიხაროდა რომ პროექტების წერის მეთოდებზე ძირფესვიანად ვიმუშავებდით. ანუ დადებითი, თან დიდი დადებითი ინფორმაცია უნდა მიმეღო და აქტიურად გამომეყენებინა პრაქტიკაში.
თუმცა ეხლა როცა ტრენინგის მეხუთე დღემ ჩაიარა, ჩემი იმედგაცრუება სრულიად გაქრა, ქალბატონი ქეთის მეშვეობით სწორედ იმ უნარების გაწვრთნას ვიწყებთ რისთვისაც ღამეები მითენებია და ვერ მიმიღია შედეგი,
ჩემი ბლოგი ნელ-ნელა სრულყოფილების ბილიკზე დგას და მიიწევს უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე სივრცეში თამამად. 
და მე ვიცი რომ კურსის დასრულების შემდეგ ეს და კიდევ სხვა ბლოგები რომლებიც ამ ბლოგის წყალობით გამრავალფეროვნდება და შეივსება იქნება სრულყოფილთან მკვეთრად მიახლოებული.
მადლობა ტრენერს ასეთი დიდი გულისხმიერებისთვის!!!