პრაქტიკაზე დაფუძნებული კვლევა


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
საგანი: ინგლისური ენა
პედაგოგი : ლუდმილა სამსონიძე
საკვლევი თემა: მოსმენილის გააზრებასთან დაკაშირებული აქტივობების შესრულების სირთულეების გადაჭრის გზები
საკვლევი თემის განსაზღვრა პრობლემის იდენტიფიცირება:
მასალის გართულებას თან ერთვის ტექსტის გააზრების პრობლემა, განსაკუთრებით შეინიშნება მოსმენილის გააზრებასთან დაკავშირებული აქტივობების სიზუსტით შესრულება.რაც გამოიხატება მართალია/მცდარია აქტივობის შესრულებისას, ან კითხვები რომლებიც არეულადაა მოცემული უჭირთ სწორად განალაგონ ცხრილებში პასუხებთან ერთად, ან კიდევ უფრო რთულია მათთვის ისეთი დავალების შესრულება რომელიც გულისხმობს მოსმენილის მიხედვით წინადადების ჩაწერას ან კითხვის დასმას.  შესაბამისად უჭირთ კომუნიკაცია უცხო ენაზე და უყალიბდებათ ენის კომპლექსი. კარგავენ ენის მიმართ ინტერესს რადგან სირთულეები აშინებთ, თუ რაში მდგომარეობს მათთვის სირთულე და როგორ შეიძლება პრევენცირება, ამაზე ფიქრისა და დაკვირვებისას გადავწყვიტე ეს საკითხი უფრო მეტად შემესწავლა.
საკვლევი საკითხი:
მოსმენის უნარის გასაუმჯობესებელი გზების ძიება.
კვლევის მიზანი:
მოსწავლეთა დაბალი აკადემიური შედეგების გამომწვევი მიზეზების დადგენა ,მოსასმენი დავალებების შესრულებისას და შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, ამავე დროს შედეგების გაუმჯობესების მიზნით გზების ძიება/გამოკვეთა.
სამიზნე ჯგუფი:
 10-ე კლასის მოსწავლეები
საკვლევი კითხვები:
 მთავარი კითხვა: მოსმენილის მიხედვით აქტივობების შესრულებისას რა პრობლემას აწყდებიან მოსწავლეები?
ქვეკითხვები:
·         რამდენად კარგად ისმის მოსასმენი მოწყობილობიდან ხმა?
·         არჩევთ თუ არა სიტყვებს?
·         სფიქერები სწრაფად და გაურკვევლად საუბრობენ?
·         დავალებებს შორის ინტერვალი საკმარისია?

ლიტერატურის ანალიზი:
 ვინაიდან თემა არის ახალი და მუდმივად განვითარებადი, ძიებისას სამწუხაროდ ქართულ ენაზე ვერ მოვიპოვე შესაბამისი ლიტერატურა, რის გამოც ძირითადად ონლაინ ბლოგებსა და სტატიებში ვცადე საკითხის შესწავლა. პრობლემის აქტუალურიბა და გლობალურობა კარგად აქვს ახსნილი სტატიის ავტორს ემის, რომელმაც გამოკვეთა შემდეგნაირად პრობლემა:“ჟღერადობა,სიტყვების ამოცნობა, ამოცნობილი სიტყვების დაკავშირება მათ შინაარსთან,გაიხსენო ზუსტად რას ნიშნავს თითოეული მარტივი სიტყვა, გაიაზრო კონტექსტში სიტყვათა კომბინაცია“(Real English Conversation; ‘English Listening Skills’ ემი; 2 აპრილი2016წ ) სტატიის კითხვისას ასევე მნიშვნელოვან ასპექტზე გავამახვილე ყურადღება, სტატიის ავტორი აღნიშნავს რომ ხშირად როდესაც მოსაუბრეს უსმენდა და ზემოთ აღნიშნულ საფეხურებს გონება ავტომატურად გადიოდა, ვერ ასწრებდა მოსაუბრის მიერ დასმული კითხვა სწრაფად გაეაზრებინა და აგვიანებდა პასუხს, შედეგად მოსაუბრე მეორე კითხვაზე აწვდიდა ინფორმაციას. შესაბამისად გამოიკვეთა პირველი პრობლემა: მოსწავლეებს არ აქვთ საკმარისი ინტერვალი კითხვასა და კითხვას შორის. ამიტომ ხდება საჭირო დაგეგმილზე მეტად განმეორებით ჩართვა მოსასმენი ტექსტის.
ვინაიდან მოსწავლეების აზრი ნებისმიერ ამგვარ კვლევაში მნიშვნელოვანია, მე კი მათგან არ მქონდა არასოდეს მიღებული კონკრეტული პასუხები რამოდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე რომელიც ეხება ჩემს საკვლევთემას, გადავწყვიტე ანონიმური გამოკითხვა ჩამეტარებინა კვლევის საწყის ეტაპზე და თვითოეული განხორციელებული ინტერვენციის შედეგის დასანახად განმეორებით გამეკეთებინა წერილობითი ინტერვიუ.
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შევიმუშავე გამოკითხვის ანკეტა შემდეგი სახით:
მოსწავლეებისთვის შექმნილი ანკეტა:
 იხ. დანართი N1

შეგროვებული მონაცემების ანალიზი:
·          გამოკითხვით დავადგინე რომ მოსწავლეების დიდ ნაწილს პრობლმა აქვს სიტყვების გარჩევასთან. მათ უჭირთ გაიაზრონ რა გაიგეს და შესაბამისად დააკავშირონ სიტყვები მათ მნიშვნელობასთან.
·         მოსასმენი მასალის სიხშირე მათთვის მნიშვნელოვანია. დაკვირვებამ გამოკვეთა რომ ორჯერ მოსმენა არაა საკმარისი.
·         გამოიკვეთა პაუზების ხანმოკლეობის პრობლემაც, როგორც გამოჩნდა კითხვებს შორის სტანდარტული პაუზა მათთვის ხანმოკლეა.


ჩარევის/ინტერვენციის დაგეგმვა:
·         წინასწარ გაცნობა საკვანძო და ახალი სიტყვების
·         ერთ მოსასმენზე მარტივიდან რთულისაკენ შედგენილი რამოდენიმე აქტივობის მიცემა და შესაბამისად მოსასმენის არა 2 ჯერ არამედ ოთხჯერ გაზრდა.
·         მოსმენის პროცესში პაუზების გახანგრძლივება ორჯერ.
გამოცდილებამ მაჩვენა რომ მოსწავლეებისთვის ღარიბი ლექსიკური მარაგი ხდება ნებისმიერი აქტივობის არადამაკმაყოფილებლად შესრულების მიზეზი. დაკვირვებამ ასევე გამოავლინა დანარჩენი ორი საფეხურიც. ამ სამი საფეხურის ეტაპობრივად დატესტვის მიზნით გადავწყვიტე თვითოეული ცალ ცალკე დამეტესტა საგაკვეთილო პროცესისას და შედეგების მიხედვით განმესაზღვრა რამდენად სწორედ დავინახე პრობლემა. თავდაპირველად საშინაო დავალებად მივეცი ესწავლათ ის ახალი სიტყვები რომელთა გამოყენებითაც იყო მოსასმენი დავალება შემდგარი. შედეგი მხოლოდ 2 მოსწავლით გაიზარდა. ანუ სწორ პასუხებამდე 16 მოსწავლიდან მხოლოდ 5 გავიდა.
შემდეგი საგაკვეთილო პროცესისას 1 მოსასმენზე 4 ტიპის დავალება შევადგინე. პირველი ტიპის დავალება მოიცავდა 5 სიტყვის ჩასმას გამოტოვებულ სივრცეში, მოცემული სიტყვები იყო არეული და ამასთანავე 2 ით ზედმეტი რაოდენობის.
მეორე დავალებაში მოსწავლეებს სწორედ უნდა დაელაგებინათ კითხვები.
მესამე დავალებაში უწევდათ კითხვების ჩაწერა ხოლო მეოთხე დავალებაში მართალია მცდარია აქტივობის შესრულება.
ასეთი დავალებების კომბინაციამ მოითხოვა თვითოეული აქტივობისას 2 ჯერ ჩამერთო ერთი და იგივე მოსასმენი. შედეგმა გამაოცა 12 მოსწავლეს იდეალური სიზუსტით ქონდა დავალებები შესრულებული. 4 მოსწავლეს კი რამოდენიმე უმნიშვნელო შეცდომა ქონდა დაშვებული, როგორიცაა ასოების გამორჩენა ან სიტყვის შეცდომით ჩაწერა.

მესამე ინტერვენციის განხორციელებისას მხოლოდ ერთი ტიპის დავალება შევიტანე და პაუზები ორჯერ გავზარდე, დავალების შესრულებისას მოსწავლეებს მეტი დრო მივეცი ფიქრისთვის. შედეგი იყო შემდეგნაირი 16 მოსწავლიდან 9 მოსწავლემ სწორედ გაართვა თავი ხოლო 7 მოსწავლესთან შეინიშნა მაქსიმუმ 3 შეცდომა. აღსანიშნავია რომ ამ აქტივობას გაკვეთილის მხოლოდ 15 წუთი დაჭირდა. მაშინ როდესაც წინა პრევენციის განხორციელებას პრაქტიკულად 40 წუთი დაჭირდა.

ინტერვენციების შეფასება:
 განმეორებითი ინტერვიუების და მოგვარების გზების დატესტვის ანალიზმა  (უნდა ავღნიშნო რომ ანკეტას ვავსებინებდი ყოველი პრევენციის გატარების შემდეგ მოსწავლეებს რათა დამენახა გზა რომელიც ეფექტურად მუშაობდა პრობლემის აღმოსაფხვრელად. ) აჩვენა რომ მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები ასრულებდნენ დავალებებს, რადგან იცოდნენ რომ მათ რამდენჯერმე კიდევ გაუმეორდებოდათ მოსასმენი მასალა. შესაბამისად შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუ საწყის ეტაპზე 16 მოსწავლიდან მხოლოდ 3 ართმევდა თავს, ინტერვენციების შემდეგ ეს მონაცემები 2 ჯერ და შემდეგ 4 ჯერ გაიზარდა. დაკვირვებამ აჩვენა რომ ყველა ინტერვენცია კომბინირებულად საჭიროებდა აქტივობებისას გათვალისწინებას რათა მოსწავლეთა მოსმენის უნარი განვითარებულიყო.
ამ კვლევამ კონკრეტული გამოწვევები დამანახა, ნათელი გახდა რომ იგივე პრობლემა შეიძლება ნებისმიერი ენის შესწავლის დროს გამოიკვეთოს და საწყის ეტაპზევე ვფიქრობ ჩემი დაკვირვება და გზები სხვა დაინტერესებულ პირებსაც დაეხმარებათ საწყის ეტაპზევე გაითვალისწინონ და სწორედ დაგეგმონ მოსმენის უნარზე გათვლილი ყველა აქტივობა.
·         წინასწარ გაცნობა საკვანძო და ახალი სიტყვების
·         ერთ მოსასმენზე მარტივიდან რთულისაკენ შედგენილი რამოდენიმე აქტივობის მიცემა და შესაბამისად მოსასმენის არა 2 ჯერ არამედ ოთხჯერ გაზრდა.
·         მოსმენის პროცესში პაუზების გახანგრძლივება ორჯერ.
ამ სამივე საფეხურის გათვალისწინება საწყის ეტაპზევე ვფიქრობ გააუმჯობესებს და გაადვილებს მოსასმენი დავალებების მიხედვით მოსწავლეებისთვის მოსმენის უნარის განვითარებას და სტანდარტით განსაზღვრული უნარის შეძენაში უფრო სწრაფად დავეხმარებით.











ბიბლიოგრაფია:
Real English Conversation; ‘English Listening Skills’ ამი; 2 აპრილი2016წ





 დანართი N1
ანკეტა
საიდენტიფიკაციო ნომერი
001
სქესი


ასაკი


1.     რამდენი წელია სწავლობ ინგლისურს?
ა. 1 წელი   ბ. 2 წელი   გ. სამი და მეტი
შემოხაზე იმდენივე პასუხი რამდენიც შენთვის არის შესაფერისი
2.     მოსასმენი დავალებების შესრულებისას მიჭირს:
ა. სიტყვების გარჩევა
ბ. მოსმენილის გააზრება და დავალებასთან დაკავშირება
გ. მოსასმენი დავალების სიხშირე
დ. ვერ ვასწრებ გავიაზრო კითხვა, რადგან იწყება ახალი მონაცემები მოსმენისას.

თუ გსურს დაამატე ის პრობლემა რომელზეც ანკეტაში არ არის ყურადღება გამახვილებული:




















დანართი N2
ერთი კონკრეტული გაკვეთილის აქტივობების ნიმუში
Task 1
Listen and guess!
Write down the names of the respondents

That’s great, ………………….. And tell me, what do you like doing at Glasto?
I love meeting old friends, it’s great!
And what do you hate doing?
I can’t stand getting wet!
Now, what are you good at?
That’s easy –dancing, especially hip-hop… But…
But what?
I am really not good at getting up early.

And now, here is ………………………-hallo.
Now ……………………………….., tell us something you love about festivals.
Well, I love staying up late. I really love nighttime.
Something you hate?
I can’t stand being lost.
Matt what are you good at?
I think I am good at making new friends….. but I am really bad at talking to girls!


Task 2 listen again and fill the missing prefix
 
That’s great, Holly. And tell me, what do you like do………. at Glasto?
I love meet…………. old friends, it’s great!
And what do you hate do………….?
I can’t stand get…………… wet!
Now, what are you good at?
That’s easy –dance…………….., especially hip-hop… But…
But what?
I am really not good at get………………… up early.

And now, here is Matt-hallo.
Now Matt, tell us something you love about festivals.
Well, I love stay………………….. up late. I really love nighttime.
Something you hate?
I can’t stand be…………….. lost.
Matt what are you good at?

Task 3 listen again and try to order the dialog

Part 1

But what?
I am really not good at getting up early.


That’s great, Holly. And tell me, what do you like doing at Glasto?
I love meeting old friends, it’s great!


Now, what are you good at?
That’s easy –dancing, especially hip-hop… But…


And what do you hate doing?
I can’t stand getting wet!


Part 2

Something you hate?
I can’t stand being lost.


And now, here is Matt-hallo.
Now Matt, tell us something you love about festivals.

Matt what are you good at?
I think I am good at making new friends….. but I am really bad at talking to girls!


Well, I love staying up late. I really love nighttime.




Task 4 listen again and try to feel the columns of the table



No comments:

Post a Comment