მეოთხე დღე



  1. გამეორება
  2. შეფასების მეთოდები
  3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა
  4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია
შეფასების მეთოდებზე საუბრისას გავაანალიზეთ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის მსვლელობისას ეტაპობრივად ყველა აქტივობის გავლის შემდეგ განმავითარებელი შეფასების გაკეთება და შესაბამისი რუბრიკის შექმნა. ეს იქნება ბუკლეტის გაკეთება, სარექკლამო ფლაერის გაკეთება თუ ნებისმიერი საკითხი.

შეფასების ინსტრუმენტების გაანალიზებისას, განვსაზღვრე რომ შეფასება დამეხმარება, გავიგო მოსწავლის საბაზისო ცოდნა, ინტერესები, სუსტი მხარეები, გამოვავლინო თემის გარშემო არასწორი შეხედულებები. აღნიშნულ შეფასების ფორმაში შემიძლია შევიტანო ზოგადი და სასწავლო პროექტის კითხვები, რაც მოსწავლეების მიერ თემის გაგების ხარისხის განსაზღვრაში დამეხმარება. შეფასების შემდეგ,შევძლებ, შევაგროვო ინფორმაცია მოსწავლეების ცოდნისა და საჭიროებების შესახებ, რაც თემის ეფექტურად დაგეგმვაში დამეხმარება. მაგალითად, შემიძლია შევცვალო სასწავლო მიზნები, განვავრცო ინსტრუქციები და საპრეზენტაციო მასალა ან შევიმუშავო დიფერენცირებული აქტივობები მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
დეტალურად გავიარეთ შეფასების ინსტრუმენდტები, გავაკეთეთ სლაიდი ჩვენი პროექტის პრეზენტაციის ადეკვატურად. და გადავედით ბლოგზე მუშაობაზე. ბლოგზე ვისწავლეთ სურათის ჩასმა და სურათთან მიმართებაში არსებული ბრძანებები.
სათაურის შეცვლა ბლოგის და წაშლა აღდგენა.

No comments:

Post a Comment