ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ
- ყველა მონაწილის საპროექტო სათაურს გაცნობით
- წინა სამუშაო დღეს გავლილი მასალის გამეორებით
- გავიარეთ პუბლიკაციის მოთხოვნები
- გავეცანით ბუკლეტის დამზადების ხერხებს
ინფორმაციული მასალის გაცნობის შემდეგ გადავედით პრაქტიკულ სამუშაოზე
ბუკლეტის მოსამზადებლად
- გავეცანით ინფორმაციას რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ბუკლეტი
- დავათვალიერეთ სხვა პედაგოგების ბუკლეტები
- ვიმუშავეთ საკუთარი საპროექტო მასალის სარეკლამო ბუკლეტზე
- დავამუშავეთ და გავეცანით ერთმანეთის ბუკლეტებს
ძალიან ბევრი სასიამოვნო და პრაქტიკული რჩევები შევიძინეთ რომელიც დაკავშირებულია ბლოგის მართვასთან დაკავშირებით.
და ბოლოს შევაჯამეთ დღევანდელი დღე.
და ბოლოს შევაჯამეთ დღევანდელი დღე.
ანგარიში
განრიგი
1. საპროექტო სათაურის გაცნობა 10:00
2.წინა ტრენინგზე განვლილი მასალიდან საჭირო ინფორმაციის გახსენება 10:15
3. პუბლიკაციის მოთხოვნების გაანალიზება 10:40
4.ბუკლეტის დამზადების ძირითადი ხერხები და ვერსიები 11:00
5. ტექნიკურად დამუშავება ცოდნის ბუკლეტის გასამზადებლად 11:35
6. ბუკლეტის მომზადება დამოუკიდებლად 12:00
7. პრეზენტაცია ბუკლეტების 13:10
8. ბლოგის მართვისთვის საჭირო უნარების გამომუშავება 13:30
9. დღის შეჯამება 13:50
საპროექტო სამუშაოების გაცნობის შემდეგ გადავხედე ნახევრად სავსე სამუშაო ფოლდერს, რომლის გადავსების იმედიც მაქვს ტრენინგის დასრულებისას, აღვიდგინე დეტალები რომელი ფოლდერი რისთვის გამომადგება შემდეგში და გავიაზრე რა არის პუბლიკაციის მოთხოვნები, რომ მთავარია სამიზნე ჯგუფის გარდა მშობლები და სკოლა იყოს ინფორმირებული რას ვაპირებთ და როგორ. ამასთან დაკავშირებით რომ უკეთესია შევქმნათ რესურსები რომელიც დაინტერესებულ ადამიანს აუხსნის ჩემს მიერ კლასში პროექტების ან კონკრეტული პროექტის განხორციელების მიზნებს.(
- საგამომცემლო პროგრამის სასარგებლო თვისებების გაგება, რათა სწავლების პროცესში ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები გამოიყენოთ
ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ოპტიმალურ ვერსიად გამოიკვეთა ბუკლეტი.
რაც უზრუნველყოფს ეფექტურად ინფორმირებას დაინტერესებული ადამიანის/ ადამიანების.
ბუკლეტის შექმნამდე გადავხედეთ word-ის დოკუმენტში ცხრილების შექმნას, ფოტოს ჩასმას და საბუკლეტო ფორმატის შექმნის ვერსიას. ამ შემთხვევაში სიახლე იყო ჩემთვის სვეტების შექმნა, მანამდე არსებულ ამოცანას თავს ვართმევდი უშუალოდ სვეტების ბრძანებით, რაც ართულებდა ტექნიკურად სამუშაოს. ტრენინგის მიმდინარეობისას შევიძინე შემდეგი ტექნიკური უნარი:
- 3X1 ზე ვაკეთებ ცხრილს
- ვშლი მთელს ფურცელზე
- გამოვდივარ ისრით ცხრილიდან
- ჩავდივარ ენთერით
- ახალ ფურცელზე
- და კვლავ ვმნი ცხრილს 3X1 ზე
- ამის შემდეგ ვაკეთებ ბუკლეტს
- დასრულების შემდეგ ვაქრობ ცხრილს
პირველი გვერდის მმარჯვნიდან პირველ სვეტში იწერება პროექტის სათაური
მეორე სვეტში საკონტაქტო ინფორმაცია
და შემდეგი 4 სვეტი განკუთვნილია დანარჩენი ინფორმაციის მისაწოდებლად პუბლიკისთვის
ბუკლეტის დასრულების შემდეგ გავეცანი სხვა ბენეფიციარების ბუკლეტებს.
No comments:
Post a Comment