მესამე დღე

1. გამეორება 10:00
2. პროექტის გეგმაზე მუშაობა

  • სტანდარტის დადგენა 10:30
  • მიზნის განსაზღვრა 11:15
  • მიმართულების მიმცემი კითხვები 12:15
3. ბლოგი 13:00

წინა დღეს შეძენილი ბუკლეტის დამზადების უნარებს გადავხედეთ, აღმოვფხვერით ყველა ხარვეზი რაც გადახედვის პროცესში გამოიკვეთა. პროექტის გეგმის სტანდარტის დადგენის შემდეგ გავიაზრეთ როგორ შეიძლება მოვარგოთ საგნის სტანდარტი ჩვენს საპროექტო მიზანს, როგორ გამოვიყენოთ ინფორმაცია საპროექტო გეგმის წერისას და როგორ დავახარისხოთ თანმიმდევრულად იდეები, ადეკვატური შედეგის მისაღებად.
ინფორმაციული მასალის გაანალიზების შემდეგ დავიწყეთ პრაქტიკული მუშაობა ჩვენი გეგმის შესადგენად. ეროვნული სასწავლო გეგმის საგნის სტანდარტის მიხედვით გავწერეთ გეგმაში სტანდარტი ცალკე პუნქტად.

ამის შემდეგ ტრენერმა გაგვიზიარა ინფორმაცია და ნათლად აგვიხსნა როგორ არის სესაძლებელი გეგმის მიზნის მორგება სტანდარტისთვის.

შეძენილი ინფორმაცია გამოვიყენეთ პრაქტიკაში და პროექტის გეგმაში შესაბამისი გრაფა შევავსეთ ინფორმაციით. რაც საკმაოდ შრომატევადი სამუშაო აღმოჩნდა.

 ტრენერმა გაგვიზიარა ინფორმაცია მიმართულების მიმცემი კითხვების შესახებ, თუ როგორ უნდა მივყვეთ
ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
ეს მასალაც გამოვიყენეთ პროექტის გეგმის წერისას.

შემდეგ ვისწავლეთ ფოლდერის დაზიპვა და განზიპვა. მაილზე გაგზავნა და ბლოგის დიზაინის მართვა.



No comments:

Post a Comment